საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ირანის ელჩის მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, დღეს, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ირანელ დიპლომატთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას, მხარეებმა საქართველო-ირანის ურთიერთობა და ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობა განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტს ახლადდანიშნულმა ელჩმა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, დოქტორ ჰასან როუჰანის პირადი მოკითხვა და ირანში პრეზიდენტის ოფიციალური მიწვევა გადასცა.
თავის მხრივ, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა აღნიშნა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საქმეში.
გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები