ჯანსუღ კახიძის ხსოვნის საღამო გაიმართება

7 მარტს, 19:30 საათზე, თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის დამაარსებლის, ჯანსუღ კახიძის გარდაცვალების დღეა. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, უკვე 15 წელია, რაც დიდი მაესტრო მათ გვერდით ერთად აღარ არის, მაგრამ ეს დღე ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში ყოველთვის განსაკუთრებული კონცერტით აღინიშნება.
წელს თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა და ვახტანგ კახიძე წარმოადგენს გუსტავ მალერის “Adagietto”-ს მე-5 სიმფონიიდან და მოცარტის უკვდავ “რეკვიემს”, რომელშიც სოლისტებად ახალგაზრდა ქართველი ვოკალისტები წარდგებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები