ამირ კაკაბაძის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება

10 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ამირ კაკაბაძის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენა  მხატვრის 75 წლის იუბილეს ეძღვნება.
ამირ კაკაბაძე დაიბადა თბილისში, ცნობილი ქართველი მხატვრის, დავით კაკაბაძისა და ეთერ ანდრონიკაშვილის ოჯახში. თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ის ცხოვრობდა და მუშაობდა საქართველოში, რუსეთსა და საფრანგეთში.
ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს ამირ კაკაბაძის შემოქმედების ყველა ასპექტს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ სხვადასხვა მედიაში შესრულებული ნამუშევრები – ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, პოპ-არტი, კინოსა და თეატრის მხატვრობა.
გამოფენის ორგანიზატორია დავით კაკაბაძის ფონდი. გამოფენის მხარდამჭერები: თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, „არტარეა“, „სილქროუდ ჯგუფი“ და ღვინის კომპანია ,,შილდა’’.
ამირ კაკაბაძის გამოფენა  28 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები