არჩილ თალაკვაძე: კრიტიკული მედიის ფუნქციონირება პირველ რიგში სჭირდება ხელისუფლებას
კრიტიკული მედიის ფუნქციონირება პირველ რიგში სჭირდება ხელისუფლებას, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
„დამოუკიდებელი, ობიექტური და კრიტიკული მედიის ფუნქციონირება პირველ რიგში სჭირდება ხელისუფლებას. დარწმუნებული ვარ, ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ შეცვლის ჟურნალისტების დამოუკიდებელ და პროფესიულ საქმიანობას, მათ შორის „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების.
საპარლამენტო უმრავლესოვის ვერცერთი ცალკე აღებული პირი ვერ შეძლებს კითხვის ნიშნის დააყენოს და შეცვალოს ის ღირებულება, რომელიც აქვს მთელ გუნდს, ეს არის მედიის თავისუფლებისადმი მხარდაჭერა, მედიის თავისუფლებისადმი პატივისცემა და ჟურნალისტების საქმიანობაში ჩაურევლობა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ კომპანია მიეკუთვნა ქიბარ ხალვშს.
9 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე, დღის 12 საათიდან მსჯელობდა. განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, დახურულ ფორმატში წარიმართა. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.