“ბელგიურ მხარეს გავაცანით ის საკითხები, რომლებიც ჩვენთვის პრობლემატურია”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით “ქრონიკას” განუცხადა.
მისივე თქვით, საინტერესო შეხვედრა შედგა.
„გვქონდა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია. პასუხი გავეცით ყველა კითხვას, რომელიც მათ ჰქონდათ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ოკუპაციაზე, ევროკავშირთან ურთიერთობების პრობლემატიკაზე. ჩვენ გავაცანით ბელგიურ მხარეს ის საკითხები, რომლებიც ჩვენთვის პრობლემატურია. მათ შორის, მოთხოვნები რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და განსაკუთრებით, არჩევნებში ჩარევა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან. ასევე, საუბარი შეეხო იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი არადა არ აღიარებს, რომ დემონსტრაციები არ იყო ძალადობრივი. არადა, ჩვენ ამის დამადასტურებელი ფაქტები გვაქვს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბელგიურ მხარეს მივაწოდეთ. ვიცით, რა არის მათი წუხილები, იგივე კანონებთან დაკავშირებით. ამიტომ, ძალიან გულწრფელი და ღია დიალოგი გვქონდა“, – აღნიშნა სამხარაძემ.