მახაშვილი – ბრიუსელში ვიზიტზე: სრულფასოვანი პოლიტიკური დიალოგი აუცილებელია, რადგან არის იმ ტიპის, ფორმისა და შინაარსის საკითხები, რაზეც ასე შორიდან საუბარი სასურველი არ არის

“სრულფასოვანი პოლიტიკური დიალოგი აუცილებელია, რადგან არის იმ ტიპის, ფორმისა და შინაარსის საკითხები, რაზეც ასე შორიდან საუბარი სასურველი არ არის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ბრიუსელში ვიზიტისას განაცხადა.

როგორც მახაშვილმა აღნიშნა, სხვადასხვა თემაზე კონსტრუქციული, გულწრფელი საუბარი სასურველია.

„იმედია, მომავალში ჩვენ ასევე გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ სრულფასოვანი დიალოგის აღდგენის პირობებში ყველა საკითხი განვიხილოთ და, რაც მთავარია, რაღაც საერთო კომპრომისულ პოზიციებზე შევჯერდეთ“, – აღნიშნა მახაშვილმა.

ცნობისთვის, ქართველი დეპუტატების ვიზიტი ბელგიაში დღეს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები