არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 15 წლამდე მოზარდებს სოციალური მედიის გამოყენება აეკრძალათ

არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობამ გამოსცა რეგულაცია, რომელიც არეგულირებს ბავშვების სოციალურ მედია პლატფორმებზე წვდომას, მათ შორის მათი გამოყენების აკრძალავს 15 წლის ასაკამდე, – იტყობინება არაბთა გაერთიანებული საამიროების საინფორმაციო სააგენტო WAM-ი.

„დადგენილებით სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენების მინიმალური ასაკი 15 წელია“, – აღნიშნავს სააგენტო.

მათივე ცნობით, 15 წლამდე ასაკის ბავშვებს ეკრძალებათ სოციალური მედიის პლატფორმებზე პირადი ანგარიშების შექმნა, გამოყენება ან მართვა, ან პლატფორმების ყველა ფუნქციაზე წვდომა, მათ შორის სოციალური ინტერაქცია, შეტყობინებების გამოქვეყნება, კომენტარის გაკეთება, ინფორმაციის გაზიარება ან საჯარო ჯგუფებსა თუ ღია არხებში გაწევრიანება.

„ეს ნაბიჯი ასახავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთგულებას, შექმნას უახლესი მოდელი ციფრულ სივრცეში ბავშვების დასაცავად, გააუმჯობესოს ციფრული უსაფრთხოება და აჰყვეს ტემპს ტექნოლოგიების გამოყენების სწრაფ ცვლილებებს“, – აღნიშნა WAM-მა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები