“ნანუკა, ჩემი თხოვნით, უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, ეს არის ვეტერანების და ახალი თაობის ნამდვილი თანავარსკვლავედი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ახალ ლიდერ ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სააკაშვილი წერს, ჟორჟოლიანი უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს.

“ნანუკა, ჩემი თხოვნით, უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, ეს არის ვეტერანების და ახალი თაობის ნამდვილი თანავარსკვლავედი.

თიკა ბოკუჩავაც, რა თქმა უნდა, რჩება პარტიაში როგორც ერთ-ერთი ლიდერი, უმაგრესი გამოცდილებით და დიდი პოტენციალით”, – წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ენმ-ის თავმჯდომარეობის პოსტზე ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურას უჭერს მხარს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები