ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთის მეურნეობაში სკვერის მოწყობა მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთის მეურნეობაში სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ ბრეთის მეურნეობაში არსებული სკვერში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
“პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 1690 მ2 ბეტონის ქვაფენილისა და 210 გრძ. მეტრი ბეტონის ბორდიულის მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქვაფენილის დაგების სამუშაოები.
პროექტი ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით. სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ბესტ როუდი”,- წერია ინფორმაციაში.