ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, მარიამ კობიაშვილი წალკის მუნიციპალიტეტის მერს, ილია საბაძეს და მერის პირველ მოადგილეს, ანზორ ხინიკაძეს შეხვდა
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, მარიამ კობიაშვილი წალკის მუნიციპალიტეტის მერს, ილია საბაძეს და მერის პირველ მოადგილეს, ანზორ ხინიკაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე სკოლის დირექტორმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამა, მის ფარგლებში მოქმედი სასწავლო კურსები და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები გააცნო.
მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც რეგიონში კვალიფიციური კადრების უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს.