Apple-ი თავის პროდუქტებზე ფასებს გაზრდის
“ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა, კომპანიის მიერ პროდუქციის ფასების გაზრდის გეგმების შესახებ განაცხადა”,- ამის შესახებ The Wall Street Journal-ი (WSJ) წერს.
მისი თქმით, ეს ღონისძიება აუცილებელია მეხსიერების ჩიპებისა და შენახვის მოწყობილობების ღირებულების მკვეთრი ზრდის გამო ხარჯების კომპენსაციისთვის.
„სამწუხაროდ, ფასების ზრდა გარდაუვალია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა შევამციროთ ფასების უზარმაზარი ზრდა და ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი მომხმარებლები ამ ზრდისგან, მაგრამ სიტუაცია არამდგრადი გახდა“, – ციტირებს გაზეთი კუკის სიტყვებს.
WSJ-ის ცნობით, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა არ გაამხილა დაგეგმილი ფასების ზრდის ზუსტი დრო ან Apple-ის რომელ პროდუქტებზე იმოქმედებს ეს.
კომპანიის შემდეგი მსხვილი პროდუქტის გამოშვება, სავარაუდოდ, სექტემბერშია დაგეგმილი, როდესაც ის iPhone 18 სერიის სმარტფონებს გამოუშვებს.
კუკმა გაზეთს განუცხადა, რომ Apple-ი მზადაა, თავისი ფულადი რეზერვები მეხსიერების ჩიპების მარაგის გასაზრდელად გამოიყენოს.