გუგული მაღრაძე: პრეზიდენტის შემდეგი არჩევნები ჩატარდება იმ წესით, რომელიც დღეს არსებობს

“კარგია, რომ საკონსტიტუციო კომისია შეთანხმდა, რომ პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, 2018 წლის არჩევნებს ჩავატარებთ ისევ იმ წესით, რომელიც დღემდე არსებობს, ამაზე შეთანხმება თითქმის მიღწეულია“, -განაცხადა გუგული მაღრაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გუგული მაღრაძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის მმართველობის ფორმა შედარებით შესუსტებული იქნება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თვლის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობა აუცილებელია, რადგან ის ერთგვარი დამბალანსებლის ფუნქციას ასრულებს.
„როცა გვიკიჟინებენ, რატომ ვართმევთ პრეზიდენტს ფუნქციას, უნდა შევახსენო, რომ ეს არის ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. პრეზიდენტთან უნდა არსებობდეს ისეთი სამსახური, რომელიც შეიკრიბება საჭიროების შემთხვევაში და ვთვლი,რომ არაა საჭირო მუდმივად არსებული უშიშროების საბჭო. ჩვენ ვიღებთ იმ საპარლამენტო რესპუბლიკების სტანდარტს, რაც არსებობს ევროპულ ქვეყნებში. პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობა აუცილებელია, რადგან ის ერთგვარი დამბალანსებლის ფუნქციას ასრულებს. ჩვენ პრეზიდენტის ფუნქცია უნდა მოვიყვანოთ შესაბამისობაში საპარლამენტო რესპუბლიკასთან. ოპერატიულ მართვას საპარლამენტო ქვეყნებში პრეზიდენტი არ ახორციელებს“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ფუნქცია საპარლამენტო რესპუბლიკაში ჰგავს მონარქის ფუნქციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები