ვიქტორ დოლიძე: ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ერთ-ერთი სერიოზული პოლიტიკური გზავნილია ჩვენი თანამოქალაქეებისადმი

“ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ერთგვარი ტექნიკური გამოძახილი, არამედ, ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პოლიტიკური გზავნილია ჩვენი თანამოქალაქეებისადმი”, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ ბრიუსელში ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს კარგი ბაზისია იმისა, რომ საქართველო გახდება სრულფასოვანი წევრი მომავალში.

„ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ერთგვარი ტექნიკური გამოძახილი, არამედ, ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პოლიტიკური გზავნილი ჩვენი თანამოქალაქეებისადმი. ეს კარგი ბაზისია იმისა, რომ საქართველო გახდება სრულფასოვანი წევრი მომავალში და ჩვენ ვდგამთ ამ ნაბიჯებს, როგორც პოლიტიკური ასოცირების, ასევე ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით და მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს დღე“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. ევროპარლამენტში დღეს, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები