სენაკში დაკარგული 8 წლის ბიჭი ჯართის შეგროვების დროს მდინარეში ჩავარდა – დაკავებულია ერთი პირი

სენაკში, ერთი კვირის წინ დაკარგულ 8 წლის ბიჭს მდინარე ტეხურაში ეძებენ. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, არსებული ინფორმაციით, ბიჭი მდინარის პირას ჯართს აგროვებდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა.
მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია ერთი პირი, რომელიც უწყების ინფორმაციით, შემთხვევისას მდინარესთან იმყოფებოდა. მის წინააღმდეგ საქმე დაუხმარებლობის მუხლითაა აღძრული. არსებული ინფორმაცით, ის 8 წლის ბიჭის მეზობელია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით მიმდინარეობს (სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე, დახმარების საჭიროების შეუტყობინებლობა სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის,- ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები