თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია ”თელასის” ცნობით, სამგორის რაიონში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის, წმინდა ბარბარეს და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ატენის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის და ემხვარის ქუჩის მცხოვრებლებს.
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები