გზების დეპარტამენტი გზის საფარის აღდგენით სამუშაოებს აწარმოებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მოვლა-შენახვის ფარგლებში, გზის საფარის აღდგენით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს.
მკაცრმა ზამთარმა, კერძოდ, დიდთოვლობამ, ძლიერმა ყინვამ და გზაზე მოძრაობის შესანარჩუნებლად ტექნიკური მარილის დაყრამ, საავტომობილო გზები მნიშვნელოვნად დააზიანა. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე, დეპარტამენტის კონტრაქტორმა ორგანიზაციებმა დაზიანებული გზების შეკეთების სამუშაოები დაიწყეს.
ამ დროისთვის, სამუშაოები მიმდინარეობს: აჭარის რეგიონში, ხაშური-ახალციხე-ვალეს, სენაკი-ფოთი-სარფის, სამტრედია-აბაშისა და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზებზე.
უახლოეს დღეებში, გზის შეკეთება ვაზიანი-გომბორი-თელავისა და ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზებზეც დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები