დეპუტატი ეკონომიკური ზრდის ტემპს მთვარობის სწორ პოლიტიკას უკავშირებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რომან კაკულიას შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ტემპი მთავრობის სწორ პოლიტიკას უკავშირდება.
რომან კაკულიას თქმით, საქსტატის მიერ გამოქვეყნებულმა ციფრებმა მთავრობა აღფრთოვანებაში არ უნდა ჩააგდოს.
მისივე თქმით, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდეს.
“პირველ რიგში, უნდა დავაკვირდეთ, რა ძირითადმა ფაქტორებმა განაპირობა ეს. როდესაც ლარის კურსზე ვსაუბრობდით, მაშინ ამის მიზეზად საგარეო ფაქტორები სახელდებოდა და როდესაც უკვე ყველაფერი დასტაბილურდა, ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რაც სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. როდესაც დღგ-სგან მიღებული შემოსავლის ზრდა გვაქვს, ეს არის უშუალოდ ინდიკატორი იმისა, რომ ეს აღმავალი გადასახადია. ასეთივე ოპტიმისტური მაჩვენებელია დარეგისტრირებული საწარმოების რაოდენობაზე. პრინციპში, ეს არ არის ის ციფრი, რომლითაც შეიძლება აღფრთოვანებაში ჩავვარდეთ, მაგრამ ეს არის მანიშნებელი იმისა, რომ სწორი გზით მიდის მთვარობის კურსი, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს ტენდენციები და კიდევ უფრო მდგრადი გავხადოთ”,- განაცხადა კაკულიამ.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,2%შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები