რობერტ დე ნირომ ჰომოსექსუალი მამის ხსოვნას ფილმი მიუძღვნა

  მსახიობმა რობერტ დე ნირომ კინოფესტივალ სანდენსზე წარმოადგინა დოკუმენტური ფილმი, რომელიც მამამისის ხსოვნას ეძღვნება. რობერტ დე ნირო უფროსი 1993 წელს სიმსივნით გარდაიცვალა. რობერტ დე ნიროს მამამ ოჯახი მიატოვა მას შემდეგ, რაც ის მიხვდა, რომ ჰომოსექსუალი იყო. ფილმის სცენარი დე ნირომ მამამისის მხატვარ – ექსპრესიონისტის დღიურების წაკითხვის შემდეგ დაწერა. ფილმის პრეზენტაციაზე რობერტ დე ნირომ “The Huffington Post”-ს განუცხადა, რომ მან ფილმში მამამისის ნახატები არ გამოიყენა. ნახატები ამ დრომდე ნიუ-იორკში მდებარე რობერტ დე ნიროს რესტორანში არის ჩამოკიდებული. “მე ვთხოვე მამას, რომ მისი ნახატები რესტორანში ჩამომეკიდა. იგი დამთანხმა და თავისი ხელით ჩამოჰკიდა კედელზე ნახატები. მას ვთხოვე, ხშირად ევლო რესტორანში. ჩემთან, რესტორანში, ის, მეგობრებთან ერთად, მართლაც, ხშირად მოდიოდა. მე მას მენიუს შედგენაც შევთავაზე. მან ეს გააკეთა და მამაჩემის მიერ შედგენილი მენიუ რესტორანში იქნება მის დახურვამდე, – განცხადა მსახიობმა. ფილმის ჩვენების გარდა, სანდენსის ფესტივალზე რობერტ დე ნირო უფროსის ნახატების გამოფენა მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები