სოსო ოხანაშვილი: მამა გიორგი მამალაძე არ არის ის ადამიანი, რომ ვინმეს მოკვლა შეეძლოს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს, პირადი დაცვის ყოფილი ხელმძღვანელი სოსო ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ დაკავებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე ვერავის მოკვლას ვერ შეძლებდა, – ამის შესახებ მან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
“მამა გიორგი მამალაძე არ არის ის ადამიანი, რომ ვინმეს მოკვლა შეეძლოს. ამაზე ფიქრი თავში არც მომდის. უბრალოდ ის არის უსამართლობის მსხვერპლი. ეს არის ეკლესიის მტრების მიერ კარგად ორგანიზებული, დიდი ხნის წინ დაგეგმილი მზაკვრობა”, – განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები