ირაკლი შიხიაშვილი ამერიკიდან დაბრუნდა და ოკუპაციიდან 96 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო (ვიდეო)

„ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ოკუპაციიდან 96 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.
როგორც ირაკლი შიხიაშვილმა „კვირასთან“ საუბარში აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, რომ მომავალმა თაობებმა სიღრმისეულად იცოდნენ ის, თუ რა მოხდა და რატომ მოხდა 1921 წლის თებერვალში, რათა სამომავლოდ თავიდან იქნას აცილებული ის შეცდომები, რასაც მაშინ ჰქონდა ადგილი.
მისი თქმით, ისტორიის სწორი ცოდნა სერიოზული ბერკეტია იმისა, რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.
„96 წლის წინ საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა, ეს არის უბედურება, რომელიც შეიძლება დაატყდეს ქვეყანას და ძალიან ძნელია შემდეგში დაიბრუნოს ქვეყანამ თავისი დამოუკიდებლობა. მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს მოვახერხეთ. მოვახერხეთ ძალიან რთული გზის გავლის შემდეგ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჩვენმა მომავალმა თაობამ კარგად იცოდეს, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, რატომ მოხდა, ვინ იცავდა დამოუკიდებლობას, ვინ არ იდგა თავის ჯეროვან სიმაღლეზე, რადგან ისტორიის სწორი ცოდნა სერიოზული ბერკეტია იმისა, რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს – გავითვალისწინოთ ძველი შეცდომები და აღარ დავუშვათ იგივე თავიდან. დღესაც ძალიან რთულ ვითარებაში ვცხოვრობთ, მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია, ქვეყანა ნახევრად საომარ მდგომარეობაშია. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ თუ რატომ დაიკარგა დამოუკიდებლობა 1921 წელს და ვისი ბრალი იყო – მე შემიძლია მთელი სიამაყით განვაცხადო ის თუ ვის არ დაუკარგავს დამოუკიდებლობა – ესენი იყვნენ მეომრები, ყველა მეომარი, ვინც ბრძოლის ველზე იდგა და საკუთარ ქვეყანას იცავდა, მათ საქართველოს დამოუკიდებლობა მტრისთვის არ ჩაუბარებიათ და ამის შემდეგ თვითონ გავაკეთოთ დასკვნები“, – განუცხადა „კვირას“ ირაკლი შიხიაშვილმა.
მისივე თქმით, 2014 წელს საკრებულოს გადაწყვეტილებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა პარკი და მას პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის პარკი ეწოდა.
„2014 წლის დასაწყისში, როდესაც ლევილის მამულის გადმოცემასთან დაკავშირებით მიდიოდა საუბრები, ნოე ჟორდანიას მემკვიდრის მოთხოვნა იყო ასეთი, რომ პირველი რესპუბლიკის ან ნოე ჟორდანიას სახელობის გზატკეცილი ან ბიუსტი გახსნილიყო, ჩვენ – საკრებულომ მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტილება და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული ტერიტორიაზე გავხსენით პარკი და მას ეწოდა პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის პარკი, მშვენიერი ადგილია – ეს ის ადგილია, სადაც არსებობს იმჟამინდელი პარლამენტის და მთავრობის წევრების ერთობლივი ფოტო და დღეს, როდესაც ახალგაზრდები ისვენებენ იმ პარკში საშუალება აქვთ თვალნათლივ დაინახონ იმ ადამიანთა ბიუსტები და გაუჩნდეთ ინტერესი, ბევრი შეიტყონ მათ შესახებ თუ ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მართავდნენ პირველ დამოუკიდებელ რესპუბლიკას“, – აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები