პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვას აღავლენს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, შესაძლოა, დღეს საღამოს, სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვაზე მიბრძანდეს. წირვა სამების ტაძარში ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელსაც პატრიარქი არ ესწრება.
შენდობის კვირას ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება. კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. წელს დიდმარხვა 27 თებერვალს დაიწყება და 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები