„ომეგა ავტო ჯგუფმა“ „საავტომობილო ოსკარების“ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა

ე.წ. საავტომობილო ოსკარებზე წარდგენილი 6 ნომინაციიდან ორში გამარჯვება „ომეგა ავტო ჯგუფის“ ოფიციალურ წარმომადგენლობაში მყოფმა ავტომობილებმა – „მაზერატი ლევანტე“ და „BMW M2“ მოიპოვეს.
„ოქროს საჭე 2016 წლის“ დაჯილდოების ცერემონია მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ „მუზაში“ გაიმართა და ჟურნალმა „AUTO BILD საქართველომ“, რომელიც მსოფლიოს ნომერ პირველ საავტომობილო ჟურნალ „AUTO BILD“-ის ლიცენზირებული გამოცემაა, 2016 წლის საუკეთესო ავტომობილები სულ ხუთ კლასში გამოავლინა. ღონისძიებას, საავტომობილო სფეროში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლები, საავტომობილო ექსპერტები, მრბოლელები, სპორტსმენები და ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში „მაზერატის“ოფიციალური იმპორტიორი „ომეგა ჯგუფი“, რომელიც შესანიშნავი იტალიური ავტომწარმოებლის ოფიციალური იმპორტიორი 2015 წელს გახდა, მალე „მაზერატის“ „შოუ რუმს“ გახსნის, თუმცა მსურველებს „მაზერატის“ რამდენიმე მოდელის შეძენა მანამდეც შეუძლიათ.
შეგახსენებთ: „ომეგა ჯგუფი“ საქართველოს საავტომობილო ბაზარზე 90-იანი წლების ბოლოდან ოპერირებს და ისეთ ბრენდებს ფლობს, როგორებიცაა BMW, MINI Cooper, Iveco, Opel და Chevrolet. „მაზერატის“ გარდა, „ომეგა ჯგუფი“ Opel-ის „შოუ რუმის“ გახსნასაც გეგმავს.

16996993_10154457117634779_1271800099_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები