საქართველო მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების შვიდეულში მოხვდა

დანაშაულის მაჩვენებლის დაბალი დონის მიხედვით, საქართველო მსოფლიო ქვეყნებს შორის მე-7 ადგილზე გავიდა. უსაფრთხო სახელმწიფოების რეიტინგი საიტმა Numbeo-მ შეადგინა.
კვლევა 125 ქვეყანაში ჩატარდა. უსაფრთხოების რეიტინგის მიხედვით, საქართველო მე-7 ადგილზეა, მეზობელი აზერბაიჯანი და სომხეთი კი მე-18 – მე-19 პოზიციებზე არიან.
უსაფრთხო ქვეყნების პირველ ათეულში ასევე მოხვდა ყატარი, სინგაპური, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ჰონგ-კონგი, იაპონია, დანია და ბელორუსია.
რაც შეეხება ყველაზე კრიმინალურ ქვეყნებს, ესენია ბრაზილია, ვენესუელა, სალვადორი, ჰონდურასი, სამხრეთ სუდანი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ნიგერია, პაპუა ახალი გვინეა, ტრინიდადი და ტობაგო.
ცნობისთვის, Numbeo მსოფლიოში სტატისტიკური მონაცემების ერთ-ერთ უმსხვილესი ბაზაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები