საქართველოში ვალერი მელაძის კონცერტები გაიმართება

საქართველოში რუსული ესტრადის მომღერლის ვალერი მელაძის საკონცერტო ტურნე  გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ტურნე მომღერლის 50 წლის იუბილეს ეძღვნება. ვალერი მელაძე ქართველი მსმენელისთვის თბილისსა და ბათუმში იმღერებს.
დედაქალაქში კონცერტი 7 მაისს, სპორტის სასახლეში, ხოლო ბათუმში 9 მაისს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება.
ბილეთის ფასი 40 ლარიდან იწყება და 350 ლარამდე მერყეობს. ბილეთების შეძენა სალაროებსა და biletebi.ge-ზე უკვე შესაძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები