პატრიარქი: სამწუხარო ის არის, რომ აქ არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა

 “მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება”, – ამის შესახებ ილია მეორემ საქართველოში დაბრუნების შემდეგ მამა გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. მისი განცხადებით, იგი საქმის შესწავლას ხელისუფლებასთან ერთად აპირებს.
„სამწუხარო ის არის, რომ აქ არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა, ვფიქრობ, რომ შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერთად ეს საკითხები და გამოვიტანთ დასკვნებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება. დალოცვილი იყავით. მინდა მადლობა მოვახსენო გერმანელ ხალხს და გერმანიის ხელისუფლებას, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რათა ეს ოპერაცია მშვიდობით წარმართულიყო”, – ბრძანა პატრიარქმა.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქი ბერლინიდან სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მრევლი და სასულიერო პირები დახვდნენ. პატრიარქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მან ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია ლაპარასკოპიული მეთოდით გასულ კვირას გაიკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები