ჩაფიძის კლინიკის დირექტორი: დეკანოზის მდგომარეობა ჯერჯერობით სტაციონარში ყოფნას მოითხოვს

 “დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით სტაციონარში ყოფნას მოითხოვს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ზაზა ლაზარაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, დეკანოზის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობა დაგეგმილი პროტოკოლის შესაბამისად მიმდინარეობს.
„კლინიკურად თავს უკეთესად გრძნობს, არის კლინიკური გაუმჯობესება. გარკვეული დინამიკა არის ლაბორატორიული მონაცემების მხრივაც, თუმცა ჯერჯერობით მდგომარეობა მის სტაციონარში ყოფნას მოითხოვს. დღეს კიდევ ერთი კონსილიუმი ჩატარდა, დაიგეგმა ზოგიერთი სპეციფიკური გამოკვლევა, რომელიც ხვალ ჩატარდება, როგორც ჩვენს კლინიკაში, ასევე, შეიძლება, სხვა კლინიკაშიც მოხდეს ერთ-ერთი გამოკვლევის ჩატარება“, – განაცხადა ზაზა ლაზარაშვილმა.
მისივე თქმით, პრაქტიკულად გამოირიცხა გულის ორგანული დაზიანება. როგორც ექიმმა აღნიშნა, დეკანოზის დიაგნოზი პნევმონია- ფილტვების ანთებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები