ყირიმში რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსმა მესაზღვრეებმა ოკუპირებული ყირიმის უკრაინის საზღვარზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ყირიმში ყალბი საბუთებით ჩასვლას ცდილობდა.
სააგენტო „ტასის“ ცნობით, „არმიანსკის” საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ამ პირმა სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი წარმოადგინა, რომლიც ცხინვალშია გაცემული.
„შემოწმების პროცესში მესაზღვრემ დაადგინა, რომ პასპორტი სტანდარტებს არ შეესაბამება. მისი დეტალური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პასპორტი ყალბია, თანაც ძალზე დაბალი ხარისხის”, – განუცხადეს „ტასს“ რუსეთის ფედერალურ სასაზღვრო სამსახურში.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, პასპორტში ორთოგრაფიული შეცდომები იყო და დოკუმენტი დაცვის შესაბამის ელემენტებსაც არ შეიცავდა.
55 წლის მამაკაცმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, დანაშაული აღიარა. მას 200 ათასი რუბლის ჯარიმა ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები