მამუკა მდინარაძე მილიონერ კოლეგებზე: შეიძლება ქონება ჰქონდეთ და ხომ არ ჩამოვართმევთ?!

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მმართველი პარტიაში 37 მილიონერ დეპუტატთან დაკავშირფებით გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ მის პარტიაში წარმატებული ბიზნესმენები არიან.
„შეიძლება, ამ ადამიანებს ქონება ჰქონდეთ და ხომ არ ჩამოვართმევთ?“, – აღნიშნა მდინარაძემ. მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 36 დეკლარირებული მილიონერი დეპუტატი ჰყავს, რომელთა უძრავ-მოძრავი ქონება 1 მილიონ ლარს აჭარბებს. “მედიატორმა” “სამოქალაქო პლატფორმა ახალ საქართველოსთან” ერთად, “ქართული ოცნების” დეპუტატების დეკლარაციების შესწავლა 2016 წლის დეკემბრიდან დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები