გია ვოლსკი: შოთაძის მიმართ პრეტენზიები აბსოლუტურად უსაფუძვლოა

“მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მისამართით პრეტენზიები უსაფუძვლოა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს. როგორც მან ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, აქ შესაძლოა ორი მიზეზი ფიგურირებდეს.
“ვფიქრობ, აქ ორი მიზეზი შეიძლება იყოს. ერთი – გამოძიებაში ხელის შეშლა, რაც ნაკლებად მინდა დავიჯერო და მეორე, სკანდალური განცხადების გაკეთება ყურადღების მისაქცევად. სხვა ამის უკან არაფერი არ დევს.
პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას და შოთაძის მიმართაც პრეტენზიები აბსოლუტურად უსაფუძვლოა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები