ადვოკატი: მამა გიორგის ბრალი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის აქვს წაყენებული

დეკანოზს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის აქვს ბრალი წაყენებული, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ახალმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს ჩაფიძის კლინიკაში დეკანოზის მონახულების შემდეგ განუცხადა.
რამიშვილის ინფორმაციით, მამა გიორგის დააკავების ადგილას მისი ბარგი დაგვიანებით მიიტანეს.
“საქართველოშიო არანაირი უბედურება არ გვეწეოდა. საბრალდებო დასკვნაში მითითებულია, რომ როგორც მამა გიორგიმ ბრძანა, მდივან-რეფერანტის მიმართ. როდესაც მამა გიროგის დაკავება განხორციელდა, ის ბარგი, რომელზეც ამბობენ, რომ ციანიდია აღმოჩენილი, 6 საათის და 40 წუთის შემდეგ მიიტანეს, – განაცხადა რამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები