გიორგი გვიჩიანი: ჩემი დაკავება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის არასწორი გახსნის გადასაფარად მოხდა

კომპანია „თელასის“ ფინანსური დირექტორის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულმა, გიორგი გვიჩიანმა სააპელაციო სასამართლოდან გათავისუფლების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა,
მისი დაკავება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის არასწორი გახსნის გადასაფარად მოხდა.
„მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიებითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11-წლიანი უკანონო პატიმრობა დასრულდა, რომლის მთავარი საფუძველი და გამომწვევი მიზეზი ენერგეტიკის სფეროში ჩემი მუშაობა და სააკაშვილის რეჟიმი იყო. ორჯერ დამაპატიმრეს – პირველად სამდღიანი პატიმრობა იყო, ხოლო მეორე, როცა სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს. ეს იყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის არასწორი გახსნის გადასაფარად“, – აღნიშნა გვიჩიანმა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე გახმაურებული საქმის, მათ შორის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებულთა განაჩენის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო.
2006 წლის 15 აგვისტოს „თელასის” ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე გია გვიაჩიანსა და ნიკა ჩემიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს.
თავდაპირველად, ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, ხოლო შემდეგ, სასჯელის ზომა 20-წლიანი პატიმრობით შეეცვალათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები