ირმა ჭკადუა : ფარულ ჩანაწერებში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ერთად, კიდევ ორი ადამიანი ფიგურირებს

ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ადვოკატ ირმა ჭკადუას თქმით, ფარულ ჩანაწერებში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ერთად კიდევ ორი – სავარაუდოდ, სასულიერო პირი ფიგურირებს.
„როდესაც ფარულ ჩანაწერებში საუბრის შინაარსი მოვისმინე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სამივე პირი იყო თანამზრახველი. ამ საუბრის მონაწილეებს შორის ერთ-ერთია დეკანოზი გიორგი მამალაძე. დანარჩენი ორიც, სავარაუდოდ, სასულიერო პირია“, – განაცხადა ჭკადუამ.
ამასთან, როგორც ჭკადუამ აღნიშნა, ერთ-ერთ სატელეფონო ჩანაწერში ირაკლი მამალაძის და დეკანოზ გიორგი მამალაძის საუბარია ჩაწერილი. ადვოკატის თქმით, საუბრის შინაარსი, ჩანაწერის მოსმენის შემდეგ, მისთვის შოკისმომგვრელი იყო. ირმა ჭკადუას ინფორმაციით, საქმეში არსებობს  წერილობითი მტკიცებულებაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები