“ქართული ოცნების” 37 მილიონერი დეპუტატი და 6 მილიონერი მინისტრი – კვლევის შედეგები

“მმართველი პარტიის 115 დეპუტატიდან 37 მილიონერია, მთავრობაში კი 6 მილიონერი მინისტრია”, – ამის შესახებ მონიტორინგის ცენტრ „მედიატორისა“ და პოლიტიკური პარტია „ახალი საქართველოს“ ერთობლივი კვლევის შედეგებში წერია.
კვლევის შედეგად ირკვევა, რომ მმართველი პარტიის 37 მილიონერი დეპუტატის უძრავ-მოძრავი ქონება 1 მილიონ ლარს აჭარბებს. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, დეკლარაციების მიხედვით, საქართველოს მთავრობაში ექვსი მილიონერი მინისტრია.
„მედიატორის“ წარმომადგენლის, სოფო მუზაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატების 35%, ანუ ყოველი მესამე არის დეკლარირებული მილიონერი:
1. შოთა შალელაშვილი – 34. 907.760 ლარი;
2. გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე – 13 მლნ. ლარი. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, იოსებ მაკრახიძე გასამართლებულია საბიუჯეტო სახსრების მითვისებისთვის;
3. კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია – 12.414.270  ლარი;
4. პარლამენტის დეპუტატი ლევან კობიაშვილი -10 მლნ. ლარი;
5. ქუთაისის ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი – 7.672.000 ლარი;
კვლევაში საუბარია მილიონერ მინისტრებზეც:
1. კახა კალაძე – 36.604.500 ლარი;
2. ტარიელ ხეჩიკაშვილი – 11.253.000 ლარი;
3. ქეთევან ციხელაშვილი – 9.748.000 ლარი;
4. გიორგი გახარია – 5.019.000 ლარი;
5. ზურაბ ალავიძე – 2.442.000 ლარი;
6.დიმიტრი ქუმსიშვილი – 1.965.000 ლარი.
მონიტორინგის ცენტრ „მედიატორისა“ და „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს“ კვლევაში მოექცნენ ასევე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. ჩამონათვალში პირველ ადგილს იკავებს „პატრიოტთა ალიანსის “ დეპუტატი ნატო ჩხეიძე, მილიონერებს შორის არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია და ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრები – სერგო რატიანი და აკაკი ბობოხიძე.
1. ნატო ჩხეიძე – 51.039.798 ლარი;
2. კობა ნაყოფია – 8.033.500 ლარი;
3. სერგო რატიანი – 1.560.900 ლარი;
4. აკაკი ბობოხიძე – 1.219.450.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები