სოსო ოხანაშვილი: როცა პატრიარქის ვიდეომიმართვა ჩაიწერა, მასთან ერთად პალატაში რამდენიმე მღვდელმთავარი და სასულიერო პირი იმყოფებოდა

პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის სოსო ოხანაშვილის განცხადებით, როდესაც კათოლიკოს პატრიარქის ვიდეომიმართვა ჩაიწერა, მასთან ერთად პალატაში რამდენიმე მღვდელმთავარი და სასულიერო პირი იმყოფებოდა, – ამის შესახებ მან „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას, ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
სოსო ოხანაშვილის განმარტებით, ის ჩაწერის დროს პალატაში არ იმყოფებოდა, რაც შეეხება პირებს, კონკრეტულად თუ ვინ იყვნენ, სოსო ოხანაშვილი აცხადებს, რომ ამის შესახებ ზუსტად არ აქვს ინფორმაცია, თუმცა იცის, რომ რამდენიმე მღვდელმთავარი იყო პალატაში.
”მე არ ვიმყოფებოდი კლინიკაში საერთოდ. რამდენიმე მღვდელმთავარი იყო პატრიარქთან, როდესაც ეს ჩანაწერი გაკეთდა. კონკრეტულად არ ვიცი ვინ ჩაიწერა, როგორ გავრცელდა და რატომ გავრცელდა ორ ნაწილად. არა მარტო მეუფეები, მღვდლებიც იყვნენ იმ დროს, იყო ერის ხალხიც. მე არ ვაკონკრეტებ ვინ იყვნენ”, -განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.
ტელეკომპანია „ობიექტივმა“ გაავრცელა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 16 თებერვლის მიმართვის სრული ვერსია, რომელიც ტელეკომპანიის მტკიცებით, თვითონ მოიპოვეს. მათივე განცხადებით, 16 თებერვალს მედიით გავრცელებული პატრიარქის ვიდეომიმართვა დამონტაჟებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები