“რუსთავი 2”-ის აქცია დასრულდა

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის აქცია პარლამენტის შენობასთან დასრულდა. ტელეკომპანიის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე მოსულ ადამიანებს მიმართეს არხის ხელმძღვანელებმა და ჟურნალისტებმა. მათ შეკრებილებს მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ “რუსთავი 2”-ის გადასარჩენად ბრძოლა კვლავ გრძელდება.
საპროტესტო აქციაში სამოქალაქო სექტორთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.
“რუსთავი 2”-ის წილებთან დაკავშირებით სასამართლებრივი დავა მიმდინარეობს.
დღეს ტელეკომპანიამ 18 თებერვალს პროტესტის ნიშნად დროებით შეწყვეტილი მაუწყებლობა განაახლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები