როგორია დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ექიმის კომენტარი

ჩაფიძის გულის ცენტრის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის სოფო უნგიაძის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, მამა გიორგის პნევმონია დაუდგინდა, მას კლინიკაში ამ დროისთვის სხვადასხვა სახის გამოკვლევები უტარდება.
„მას პნევმონია დაუდგინდა. დღეის მდგომარეობით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს სიცხე აღარ აქვს თუმცა, დღეს და ხვალ პაციენტი კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. შემდგომ დღეებში გადაწყდება მისი გაწერის თარიღი“, – განაცხადა კლინიკის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხიდან ჩაფიძის გულის ცენტრში 17 თებერვალს ღამით გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები