რუსთაველის გამზირზე „რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება

 სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად, დღეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციას სამოქალაქო სექტორის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი შეუერთდება.
18 თებერვლას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, ანიმაციური სერიალის „ქერის უბანის“ დამთავრების შემდეგ, „კურიერის“ სპეციალური გამოშვება გავიდა, სადაც ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ”რუსთავი 2” საპროტესტო მაუწყებლობაზე გადავიდა.
„გვერწმუნეთ, ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი ჩვენთვის. ეს არის პროტესტის უკიდურესი ზომა, რომელსაც, შესაძლოა, ტელევიზიამ მიმართოს.
თუმცა, ჩვენ დღეს სხვა გამოსავალი აღარ დაგვიტოვეს. ჩვენი დუმილით, ჩვენ შევეცდებით, ხმა ყველას მოგაწვდინოთ. დღეიდან, უფრო სწორად კი, ამ წუთიდან, „რუსთავი 2“ გადადის საპროტესტო მაუწყებლობაზე“, -განაცხადა უდუმაშვილმა.
აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე, დღეს, 14.00 საათიდან ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. შსს-ს ინფორმაციით, მოძრაობა შესაძლებელი იქნება თავისუფლების მოედნის მიმდებარე ქუჩებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები