ვოლსკი გიორგი ლუკავას საქმეზე: ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს და მჩხავანა კატასავით ვერ ვიქნებით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ დრანდის ციხეში დაპატიმრებული გიორგი ლუკავას გასათავისუფლებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ოპონენტების რიტორიკა, რომლებიც ხელისუფლებას არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებენ.
„სახელმწიფო მინისტრი იყო ლუკავას მეუღლესთან შეხვედრაზე და ერთი რამე უნდა იცოდეს მისმა ოჯახმა, ყველა დაახლოებულმა პირმა თუ ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს და მჩხავანა კატასავით ვერ ვიქნებით ჩვენ, რომ გამოვიდეთ და ყველა საკითხზე, რაზეც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, ვილაპარაკოთ იმ რეჟიმში, როგორ ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ სჩვევია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
„ევროპული საქართველოს” წევრი ტარიელ ლონდარიძე, მოუწოდებს ხელისუფლებას, უფრო აქტიური იყოს ქართველ პატიმარ გიორგი ლუკავასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები