კასპის მუნიციპალიტეტმა, ეტალონის გამარჯვებული საპატიო სიგელითა და 1 000 ლარით დააჯილდოვა
კასპის #3 საჯარო სკოლაში შიდა ქართლის მხარის გუბერნატორი კახა სამხარაძე, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე მანუჩარ მერებაშვილი იმყოფებოდნენ.
რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ “ეტალონის” ინტელექტ – ჩემპიონატში” გამოვლენილ კასპის ეტალონი მოსწავლე”-ს, ბაჩანა ბალიაშვილს კიდევ ერთხელ მიულოცეს გამარჯვება და წარმატებები უსურვეს. კასპის მუნიციპალიტეტმა, #3 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ბაჩანა ბალიაშვილი საპატიო სიგელითა და 1 000 ლარით დააჯილდოვა.