ბოლნისის ეპარქია დღეს მეუფის ანგელოზის დღეს ზეიმობს

დღეს წმინდა ეფრემ ასურის ხსენების დღეა.
ბოლნელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე ეფრემის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით, დღეს სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. მეუფეს ანგელოზის ხსენების დღე დმანისის აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა, მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა, ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, თამაზ ჟორჟოლიანმა, სტუმრებმა, ბოლნისის ტაძრების მოძღვრებმა და მრევლმა მიულოცეს.

საზეიმო წირვის შემდეგ, მეუფეებმა იქადაგეს, ეფრემ ასურის ხსენების დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მრევლი დალოცეს.

,,მინდა მთელი გულით მივულოცო მეუფე ეფრემს ანგელოზის დღე. დიდია მეუფის ღვაწლი ბოლნისის ეპარქიის წინაშე. 10-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე, ბოლნისში განსაკუთრებით გაძლიერდა სასულიერო ცხოვრება, აღდგა ეკლესია-მონასტრები და აშენდა ახალი ტაძრები. გულითადად ვუსურვებ მხნეობასა და ღვთის წყალობას!” -განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა,დავით შერაზადიშვილმა.
R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები