სოზარ სუბარი: ერთადერთი, რაშიც დაფინანსდება მცირდება დევნილების საცხოვრებლების რეაბილიტაციაა

“ერთადერთი მიმართულება, რაშიც დაფინანსებას ვამცირებთ, ეს არის რეაბილიტაციები დევნილთა საცხოვრებლებისთვის”, – ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მიმდინარე და მომავალ წელს დაგეგმილია მინიმუმ 4 000 საცხოვრებელი ბინის გადაცემა დევნილებისთვის.
„ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ვამტკიცებთ დევნილთა სამოქმედო გეგმას, ახლაც გამოვიდა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ძალიან ბევრ მიმართულებას ითვალისწინებს, თუმცა ორი უმთავრესია: დევნილთა საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილება და მეორე ის, რომ მათ გაუჩნდეთ საკუთარი რეალური შემოსავლები.
მიმდინარე და მომავალ წელს დაგეგმილია დაახლოებით, მინიმუმ 4 000 საცხოვრებელი ბინის გადაცემა დევნილებისთვის, თუმცა იმ რეფორმის გატარების შემთხვევაში, რომელსაც ვაპირებთ დევნილთა დახმარების კუთხით, ეს ციფრი არა მხოლოდ გაორმაგდება, არამედ შეიძლება გასამმაგდეს და გაოთხმაგდეს.
ერთადერთი მიმართულება, რაშიც დაფინანსებას ვამცირებთ, ეს არის რეაბილიტაციები დევნილთა საცხოვრებლებისთვის. ეს თითქმის იმდენივე ჯდება, რაც ახლის აშენება, ამიტომ მინიმუმამდე დაგვყავს რეაბილიტაცია. მთლიანობაში, ეს მიმართული იქნება ახალ მშენებლობებზე“,- განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები