“ვეფხისტყაოსანი სახარება სიყვარულისა“

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მხარეთმცოდნეობისა და ისტორიის წრის მოსწავლეებმა (პედაგოგები მანანა ყაბანაშვილი და ნანა მერებაშვილი) წარმოადგინეს ინსცენირება – „ვეფხისტყაოსანი სახარება სიყვარულისა“.
შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის „ვეფხისტყაოსანი“-ს პერსონაჟები, აღნიშნული წრის მოსწავლეებმა განასახიერეს. მათ გააცოცხლეს თამარ მეფე, შოთა რუსთაველი, ტარიელი, ნესტანი და იმ ეპოქის სხვა გმირები.
ყველა მონაწილე ახალგაზრდობის სახლის დირექციამ დიპლომებით დააჯილდოვა, ხოლო პედაგოგებს მანანა ყაბანაშვილსა და ნანა მერებაშვილს სამახსოვრო ფასიანი საჩუქრები გადასცა.

16650229_1627233653959285_47758827_n
16683205_1627233627292621_616705391_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები