ეროვნულ სასახლეში ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამების ტრენინგი გაიმართა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პედაგოგებისათვის „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ მიერ, გერმანიის შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით, „ბიზნესის უნარ-ჩვევების“ პროგრამის თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებში ტრენინგი გაიმართა.
ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამა ინტეგრირებულია STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) უნარების სწავლებასთან.
აღნიშნული პროგრამა ახალგაზრდებში ავითარებს ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, როგორიცაა სამუშაოსთვის მზადყოფნა, მეწარმეობა და ფინანსური წიგნიერება.
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეები, „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ (Junior Achievement Georgia) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ერთობლივი პროგრამების დახმარებით, შეძლებენ, გამოიმუშაონ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის, ამოცანების გადაჭრა, კომუნიკაცია, ლიდერობა, გუნდური მუშაობა, დაგეგმვა და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები