ქუთაისში, ოღასკურას არხში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი მდინარე ოღასკურას არხში ადგილობრივებმა დღეს დილით ნახეს. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ გარდაცვლილის ვინაობა მათთვის უცნობია. მათ დასახმარებლად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დარეკეს.
გარდაცვლილი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები