“თბილსერვის ჯგუფის” მოვლა-პატრონობაში არსებულ ბაღებსა და პარკებში ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა

“თბილსერვის ჯგუფის” მოვლა-პატრონობაში არსებულ ბაღებსა და პარკებში ვანდალურად დაზიანებულია და მოპარულია სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ვაკის პარკში, ვერისა და ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღებში მოპარულია 27 ძირი “ტუია”, დაზიანებულია 484 ძირი “კვიდო” და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი რამდენიმე ნაგავშემკრები კონტეინერი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ფაქტი დაფიქსირებულია და მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები