27 რიცხვით დამთავრებული თებერვალი – რატომ აკრიტიკებენ ფეისბუქში კულტურის სამინისტროს

სოციალურ ქსელში კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემული კალენდრის ფოტო გავრცელდა, სადაც თებერვლის თვე 27 რიცხვში სრულდება და 28 თებერვალი საერთოდ არ არის აღნიშნული. შეცდომით დაბეჭდილი კალენდარი კულტურის სამინისტროს ყველა თანამშრომელს სამუშაო მაგიდაზე უდევს.
კულტურის სამინისტროში კალენდარში დაშვებულ შეცდომას აღიარებენ. უფრო მეტიც, როგორც „კვირას“ სამინისტროს პრესსამსახურში განუ16652680_1382147481807741_971500008_nცხადეს, ტექნიკური შეცდომა თავად უწყებაში, კალენდრის ნიმუშში იყო დაშვებული, სამინისტროს დიზაინერის მიერ. 500 ცალი კალენდარი, სადაც თებერვალი 27-ში სრულდება, სამინისტროს დაკვეთით შპს „მოზაიკამ“ დაბეჭდა.
„მოხდა ტექნიკური შეცდომა. ეს კალენდარი საახალწლოდ, სამინისტროს დაკვეთით, 500 ეგზემპლარად შპს „მოზაიკამ“ დაბეჭდა და ის კორპორაციულია. თუმცა შეცდომა ნიმუშის დამზადების დროს, ჩვენ მიერ იყო დაშვებული. მაგიდის კალენდარი კულტურის სამინისტროს თანამშრომლებს, სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს და მსახიობებს საახალწლოდ გადაეცათ. ვაღიარებთ, რომ მოხდა შეცდომა, სხვა განცდებზე კი საუბარი არ არის საჭირო“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას უწყების პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ლევან ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, შეცდომით დაბეჭდილი კალენდარი კულტურის სამინისტროში ყველა ოთახში, ყველა სამუშაო მაგიდაზე დევს. “კვირა შპს “მოზაიკის” წარმომადგენელს, მანანა ასათიანსაც გაესაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ კალენდარში შეცდომა სამინისტროს დიზაინერმა დაუშვა. შპს “მოზაიკა” კალენდარში დაშვებულ შეცდომაზე პასუხისმგებლობას მთლიანად სამინისტროს აკისრებს.
“კულტურის სამინისტროს დიზაინერმა ნიმუშის ელექტრონული ვერსია გადმოგვცა. კალენდრის დამზადების მთელ პროცესში ის ჩვენთან ერთად იმყოფებოდა და შეცდომა არ შეუნიშნავს. ჩვენ შეკვეთა მივიღეთ და კალენდარი დავბეჭდეთ”,- განაცხადა მანანა ასათიანმა.   

შეცდომით დაბეჭდილ კალენდარს სოციალურ ქსელში დიდი ხმური და ქილიკი მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლების კომენტარებს „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:                                                                                                                                                                             

             

66666666666666

99999

88888

 

იზა შაქარაშვილი  

                                                                                                                                                                         

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები