ბათუმში 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს
ბათუმში, კიკვიძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 50-წლამდე ასაკის მამაკაცის გარდაცვალების შესახებ პოლიციას მეზობლებმა შეატყობინეს. გარდაცვალების მიზეზის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
„კვირას“ ინფორმაციით, გარდაცვლილი ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო. პირველადი მონაცემებით, მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება.