ეკატერინბურგი – თბილისის რეისის მგზავრი თვითმფრინავში გარდაიცვალა

თვითმფრინავის რეისის მგზავრი, რომელიც ეკატერინბურგიდან თბილისში რეისს ასრულებდა, ავიალაინერის დაფრენამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო “ტასი“ იუწყება.
„ეკატერინბურგი – თბილისის რეისის მგზავრის თანმხლებმა პირებმა ეკიპაჟს აცნობეს, რომ მას პულსი არ ესინჯებოდა. თბილისში დაშვებისას, მედიკოსებმა დაადგინეს, რომ მგზავრი გარდაიცვალა. ის შშმ პირი იყო“, – განუცხადეს „ტასს“ ავიაკომპანია „ურალის ავიახაზებში“.
როგორც ავიაკომპანიაში განაცხადეს, ამჟამად მგზავრის გარდაცვალების მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები