საქველმოქმედო კონცერტი „ნინო და მისი მეგობრები“ გაიმართება

10 თებერვალს, 18:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი  „ნინო და მისი მეგობრები“ გაიმართება.
„ჩვენი საღამო ეძღვნება ირაკლი ხუციშვილის ხსოვნას. ამ კონცერტის  მიზანი იყო ირაკლის დახმარება, რომელიც ავარიის შემდეგ იმყოფებოდა მძიმე კომურ მდგომარეობაში, სამწუხაროდ, 23 იანვარს ირაკლი გარდაიცვალა… “ნინო და მისი მეგობრები” ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო და კონცერტიდან შემოწირულ თანხას მთლიანად გადავცემთ მის ოჯახს!..“ – წერს ფეისბუქის გვერდზე კონცერტის ორგანიზატორი ნინო სამნიაშვილი.
კონცერტში მონაწილეობენ: ნინო სამნიაშვილი, ია გიგუაშვილი, სალომე ლომიძე, ალექსანდრე თიბილაშვილი,
ლუკა თოთაძე, ბექა მელაძე, დავით ასილაძე, იგორ მონტეზუმა III შაგინიანი, ნათია თაბაგარი, ინა თევდორაძე,
აკაკი დეისაძე, ქეთი ცინცაძე, ქეთი ექვთიმიშვილი, გიორგი მაღრაძე, დავით ჯიმშელეიშვილი.
ფოლკლორული ანსამბლი “სახიობა” .
წამყვანი – გურანდა იმედაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები