უახლოესი დღეების პროგნოზი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, თუმცა ქვეყნის ზოგიერთ რაიონში 8 თებერვლამდე წვიმაა მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლოა, იყოს მცირე წვიმა, მთაში ღამით მოთოვს.
6 თებერვალს დასავლეთ საქართველოში იწვიმებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი წვიმა მხოლოდ ზოგიერთ რაიონში იქნება. ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში ღამით ითოვებს.
4-6 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10-+12 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +6-+8 გრადუსი იქნება. ღამით ყინვები შემცირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები